როგორია თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის ცენტრში დაჭრილი 38 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ალადაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ქირურგმა შალვა გიგუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა, რამაც ღვიძლი და მუცლის ღრუს ნაწილი დააზიანა.

"პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა იყო. დაზიანებულია ღვიძლი, წვრილი ნაწლავები, რეტროპერიტონიალური ორგანოები. ჩაუტარდა სათანადო ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა ქირურგმა.

მამაკაცი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან დღეს დილით დაჭრეს. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ შეკამათება მოჰყვა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი