როგორ იმოქმედებს ბავშვზე, თუ კვირაში ერთხელ მაინც თევზს აჭმევთ

როგორ იმოქმედებს ბავშვზე, თუ კვირაში ერთხელ მაინც თევზს აჭმევთ

ბავშვებს, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევენ თევზს, ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი და სრულფასოვანი ძილი აქვთ. ასეთია პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევების შედეგი.

ადრე მეცნიერები უკვე ხედავდნენ კავშირს ომეგა-3-სა და უჯერ ცხიმოვან მჟავებს შორის, რომლებსაც თევზის ბევრი სახეობა შეიცავს. თუმცა, ხელახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ძილი არის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რაც თევზსა და ინტელექტს აერთიანებს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს იმ ცხიმოვანი მჟავების ზემოქმედება, რაც თევზშია წარმოდგენილი და არა იმ ცხიმებისა, რომლებიც კვებით დანამატებსა და ვიტამინებში იყო. კვლევის ავტორებმა გამოკითხეს 9-11 წლამდე ასაკის 541 ჩინელი ბავშვი (54% ბიჭები და 46% გოგონები). ხშირად იყენებდნენ თუ არა რაციონში თევზის პროდუქტებს. პასუხები მერყეობდა "არასოდეს" და "კვირაში ერთხელ"-ს შორის. შემდეგ მათ ჩაუტარეს ტესტირება ვაქსლერის ტესტით, რომელიც ითვალისწინებდა სალაპარაკო და არასალაპარაკო უნარებს, სალაპარაკო მარაგსა და კოდირებას. ამის შემდეგ, მონაწილეების მშობლები გამოკითხეს, თუ რა ხანგრძლივობისა და ხარისხის ძილი ჰქონდათ მათ შვილებს. მეცნიერებმა გაითვალისწინეს ოჯახების დემოგრაფიული მდგომარეობა, მშობლების განათლება, მათი საქმიანობა და ოჯახში ბავშვების რაოდენობა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი