წიგნების გაცნობითი საღამო პედაგოგებისთვის "გამომცემლობა პალიტრა L"- ისგან

წიგნების გაცნობითი საღამო პედაგოგებისთვის "გამომცემლობა პალიტრა L"- ისგან

"გამომცემლობა პალიტრა L"-მა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკაში პედაგოგებს წიგნების გაცნობითი საღამო მოუწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საღამო "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა გახსნა. სხვადასხვა სერიული გამოცემის შესახებ პროექტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. "მოსწავლის არჩევანი" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გია მურღულიამ წარადგინა, ხოლო პროექტების "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" და "ქართველი მეფეების" შესახებ ისტორიის პროფესორმა, ჯაბა სამუშიამ ისაუბრა.

წიგნების სერიები: "მსოფლიო ბესტსელერი #1", "ტოპ თრილერი", თინეიჯერული ლიტერატურა "ლიბერთინსი", "ჩემი რჩეული მსოფლიო", სამეცნიერო ფანტასტიკის სერია "პორტალი" და საგანმანათლებლო პროექტები გამომცემლობის მენეჯერებმა: ანი თოდრიამ, ელისო რეხვიაშვილმა და გიორგი კიკაბიძემ წარადგინეს.

მასწავლებლებსგამომცემლობისგან სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს