"ყველა ჩხუბისკენ მომიწოდებდა, ერთადერთი ვინც ყვიროდა - "არა", ჩემი მეუღლე იყო..." - საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ

"ყველა ჩხუბისკენ მომიწოდებდა, ერთადერთი ვინც ყვიროდა - "არა", ჩემი მეუღლე იყო..." - საინტერესო ფაქტები ზაზა ფაჩულიას შესახებ

"კევინ გარნეტმა იდაყვი ჩამარტყა და იმ მომენტში გავცხარდი. მისკენ რომ გავიწიე, დარბაზში შეკრებილი 20 ათასი გულშემატკივარი ჩხუბისკენ მომიწოდებდა. ერთადერთი, ვინც "არას" ყვიროდა, ჩემი მეუღლე იყო.

საბოლოოდ, ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა. მთავარი კი ისაა, რომ ის მატჩი მოვიგეთ. გარნეტთან დაპირისპირებამ დიდი გამოხმაურება იმიტომაც ჰპოვა, რომ ინციდენტი პლეი ოფში, თანაც მოედნის ცენტრში მოხდა და ყველა კამერა ჩვენკენ იყო მომართული. NBA-ს მატჩებს კი მილიონობით ადამიანი უყურებს" - ეს იყო ეპიზოდი, რომელმაც ზაზა ფაჩულია მსოფლიოს ერთი-ორად უკეთესად გაიცნო.

ამ და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ ზაზა ფაჩულიაზე შეიტყობთ Lelo.ge-ს სპეციალური პროექტიდან, რომელიც ზაზას დაბადების დღეს, 10 თებერვალს დაამთხვიეს. რატომ მაინცდამაინც ზაზა? გადახედეთ პროექტს და კითხვა სხვანაირად შებრუნდება - რატომ აქამდე არა?

ფაჩულია ის კალათბურთელია, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 1072 მატჩი რომ გაუმართავს, საქართველოს ნაკრების მაისურით კი 2000-2017 წლებში 75 ოფიციალური და ორჯერ მეტი საკონტროლო შეხვედრა უთამაშია. გგონიათ, კარგად იცნობთ ზაზას? გადახედეთ Lelo.ge-ს პროექტს...

ნახეთ "ლელოს" სპეცპროექტი: #27 Zaza Pachulia, Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი