გურჯაანში, სპირტის ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურჯაანში, სპირტის ქარხანაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის დათო ოდიკიძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.

გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მიზეზით მოხდა. ბრალდებებს არ იზიარებს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის თქმით, სამუშაო, რომელსაც ოდიკიძე ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა და მან დახმარების სურვლი თვითონ გამოთქვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო: კიდევ ერთი გარდაცვლილი მშენებლობაზე: 26 წლის მამაკაცი გურჯაანის სპირტის ქარხანაში მიმდინარე სამუშაოებისას გადმოვარდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია