სააკაშვილი - "ჩვენ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი ხალხისგან"

სააკაშვილი - "ჩვენ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი ხალხისგან"

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, უკრაინა დაატოვებინეს, კიევის ცენტრში "მომავლის მარშზე" შეკრებილ მომხრეებს ტელეფონით მიმართა.

"პოროშენკომ ძალით გამაგდო ქვეყნიდან და ეგონა, რომ მან პრობლემა გადაიწყვიტა. ადამიანები გამოდიან არა სააკაშვილის, არამედ უკრაინის გამო. უკრაინელ ხალხს უკვე ვეღარ შეაჩერებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ სულ მალე ხალხი პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს დაასახელებს. "ჩვენ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი ხალხისგან", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, იგი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. "უკრაინაში შეხვედრამდე", - მიამრთა მან შეკრებილებს.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ათასამდე მონაწილემ უკრაინის უმაღლეს რადასთან გადაინაცვლა, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვის ქალაქზე შტურმი განხორციელდა. "უკრაინისკაია პარავდას ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთაგან ის 20 ფარი დაიბრუნეს უკონფლიქტოდ, რომლებიც მათ მომიტინგეებმა გასულ წელს წაართვეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები რადასთან მდგომ სამართალდამცველებს გუნდებს ესვრიან და უცენზურო სიტყვებით მიმართავენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები