კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული წიგნები კომპლექტის სახით გამოიცა

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული წიგნები კომპლექტის სახით გამოიცა

დიდი ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" იწყება, მანამდე კი კონკურსის გასული წლის რჩეულები რეალური ბესტსელერის ავტორები ხდებიან. მკითხველის მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესების გამო გამომცემლობა "პალიტრა L-მა" კონკურსის ფარგლებში გამოცემული 4-ვე წიგნი კომპლექტის სახით გამოუშვა. კრებულში, რომლის ფასი 45 ლარია, შედის თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე", ელის დოჯსონის "რაფლეზია", შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" და ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო".

"პალიტრა L-ის" წარმომადგენლების განმარტებით, გამოცემების ლამაზი კომპლექსტის სახით შეძენის შემთხვევაში მკითხველი ფასდაკლებასაც კი იღებს.

"კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კონკურსის რჩეულ წიგნებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომპლექტი გაგვეკეთებინა და მომხმარებლისთვის მასზე უფრო მისაღები ფასიც შეგვეთავაზებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" უკვე მესამე ტირაჟითაა გამოცემული, დანარჩენი 3 ავტორისთვის კი უკვე მეორე ტირაჟები მზადდება. ჯამურად 4-ვე რომანის გაყიდვებმა 20 000-სს გადააჭარბა" - განმარტავს გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნათია მეტრეველი.

კონკურსი გასული წლის 20 მარტს დაიწყო და გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ხალხმა გამოავლინა. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე გამომცემლობა კონკურსს წელსაც ატარებს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცნობილ და უცნობ ავტორებს, ასევე, მათაც, ვინც რომანის წერა ახლა დაიწყო ან დაწყებას აპირებს. რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება.

ახალი გამარჯვებულების გამოვლენამდე კი 2017 წლის რჩეული წიგნები განასკუთრებულად ლამაზი კომპლექტის სახით ელიან, როდის გადაინაცვლებენ წიგნის მაღაზიის თაროებიდან თქვენი წიგნის თაროებზე. მისი შეძენა 21 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს