მელანია ტრამპი ულამაზესი შავი კაბით - პირველმა ლედიმ წვეულებაზე ყველა დაჩრდილა

მელანია ტრამპი ულამაზესი შავი კაბით - პირველმა ლედიმ წვეულებაზე ყველა დაჩრდილა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში ყოველწლიურ მეჯლისზე ამერიკელ გუბერნატორებს და მათ მეუღლეებს უმასპინძლეს.

საღამოზე მელანიამ ულამაზესი შავი კაბით ყველა სტუმარი დაჩრდილა. მეჯლისის ფოტოებს "დეილი მეილი" ავრცელებს.

ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მდებარე სკოლაში მომხდარ თავდასხმასა და ზოგადად, სკოლებში სროლის შემთხვევების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, პრობლემა დაუყოვნებლივ არის მოსაგვარებელი.

რამდენიმე დღის წინ ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომ სროლის პრევენციისთვის საჭიროა, მასწავლებლებმა სპეციალური წვრთნა გაიარონ, რომლის შემდეგაც მათ შეიარაღებას მისცემენ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პოლიცია ადგილზე სწრაფად მიდის, თუმცა თავდასხმა, საშუალოდ, 3 წუთის მანძილზე გრძელდება, ამიტომ სამართალდამცველების დროულად ჩარევა, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელია. 

 

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩინელმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ