ლონდონის მკვიდრს "ფეისბუქზე" "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ლონდონის მკვიდრს "ფეისბუქზე" "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ლონდონის მკვიდრს "ფეისბუქზე" ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ The Asscociated Press წერს.

კინგსტონის სამეფო სასამართლომ მოჰამედ ქამალ ჰუსეინი ტერორიზმის ხელშეწყობასა და აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერაში დამნაშავედ ცნო.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა ბრიტანეთის შსს-ს, რომ მიიღო პირადი შეტყობინება ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოში" გაწევრიანების მოწოდებით.

პოლიციამ დაადგინა, რომ ეს შეტყობინება 28 წლის მოჰამედ ქამალ ჰუსეინმა გააგზავნა.

აღსანიშნავია, რომ პირი, რომელმაც ბრიტანეთის შსს-ს აღნიშნული შეტყობინების შესახებ აცნობა, არ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში და არც მოჰამედ ქამალ ჰუსეინს იცნობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე