რას იხსენებს ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი - "ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები"

რას იხსენებს ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი - "ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები"

21 წლის იყო, ციხეში უმძიმესი ბრალდებით რომ აღმოჩნდა. მართალია, ამბობდა, მოძალადე ქმრისგან თავს ვიცავდიო, მაგრამ სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ექვსი წელი მიუსაჯა.სამი წლის შვილთან განშორება მოუხდა... ახლა თამუნა გახოკიძე თავისუფალია და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სოციალურ მუშაკად მუშაობს, ყოფილ პატიმრებსა და წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება. მასთან ინტერვიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ: 

- 16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. მაშინ სირცხვილად ითვლებოდა მოტაცებული გოგოს დაბრუნება დამშობლებმა დამტოვეს. მალე ფეხმძიმედ დავრჩი, მივხვდი, ჩემს ქმართან ვერ ვიცხოვრებდი - არ მიყვარდა და ბავშვთან ერთად წამოვედი. მერე მეორედ გავთხოვდი. ჩემს მეორე ქმარს ბავშვობიდან ვიცნობდი, თუმცა 12 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა. ვიცოდი, ადრე ნასამართლევი რომ იყო. ცოლად გავყევი, სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ გირაოთი იყო გამოშვებული. პირობით 4 წელი და 8 თვე მიუსაჯეს.

ჯვარი რომ დავიწერეთ, მერე აღმოჩნდა, რომ მეექვსე ცოლი ვიყავი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სისტემატურად მცემდა. ნარკომომხმარებელიც აღმოჩნდა. იმდენი წამალი არ ჰქონდა, რამდენიც სჭირდებოდა და წამალს სასმელს ამატებდა.

2004 წლის 18 ნოემბერი იყო. იმ დილით ჩემი შვილი და ჩემი პატარა ძმა ბაღში წავიყვანე. იქიდან რომ მოვბრუნდი, ქმარი ქუჩაში დამხვდა, სადღაც მიდიოდა და მეც გავყევი. მივხვდი, წამალი ჰქონდა გაკეთებული. სადაც მივედით, იქ დალია. 6 საათი ხდებოდა, რომ წამოვედით. თხლად მეცვა, მციოდა, თან მშიერი ვიყავი და დროზე მინდოდა სახლში მისვლა. ბავშვებიც გამოსაყვანი მყავდა ბაღიდან და ვუთხარი, ცოტა ჩქარა ვიაროთ-მეთქი. შენ ამის თქმა ვის გაუბედეო და, ქუჩაში დამიწყო ცემა. გავექეცი, სახლამდე მივაღწიე, რომ დამეწია, ყელში მწვდა და მახრჩობდა, თავი დავიძვრინე, ეზოში რომ შევვარდი, ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი, გამოვარდა 75 წლის ბაბუაჩემი და წინ გადაუდგა, მაგრამ მასაც დაარტყა. მერე ჩემკენ გამოიწია და ხერხემალში იდაყვი ჩამარტყა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს