ქალი მეგობრებთან ერთად უფრო ლამაზია, ვიდრე მარტო - ახალი კვლევის შედეგი

ქალი მეგობრებთან ერთად უფრო ლამაზია, ვიდრე მარტო - ახალი კვლევის შედეგი

ავსტრალიაში მდებარე უნივერსიტეტის, ფლინდერსის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ქალი სხვა ქალების გარემოცვაში ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე - მარტო ყოფნისას.

სამეცნიერო სტატია ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობა 64-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 51 ქალი იყო.

ექსპერიმენტში მონაწილეები ფოტოებზე ქალების სახეებს აკვირდებოდნენ. მათ აჩვენებდნენ ერთი და იმავე ადამიანის 2 სურათს, ერთ ფოტოზე ქალი მარტო პოზირებდა, მეორეზე კი - მეგობრებთან ერთად.

კვლევაში მონაწილეებს სთხოვდნენ, ქალების გარეგნობა 0-დან 100-მდე ნებისმიერი ქულით შეეფასებინათ იმის მიხედვით, რამდენად მომხიბვლელად მიიჩნდევდნენ მას. გაირკვა, რომ ერთი და იგივე სახე ქალებს და კაცებს უფრო მეტად მომხიბვლელად მიაჩნდათ, როცა ის სხვა ადამიანებთან ერთად იყო გადაღებული.

მიღებული შედეგები ადასტურებს „ჩირლიდერშის ეფექტის“ ჰიპოთეზას, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. ჰიპოთეზის მიხედვით, ქალი, რომელიც სხვა ქალებთან ერთად იმყოფება, უფრო მომხიბვლელი ჩანს, რადგან დამკვირვებლები აფასებენ არა მის ნაკვთებს, არამედ - „საშუალო“ სილამაზეს მასთან ერთად მყოფ ადამიანებს შორის. ამ დროს სახის და სხეულის წვრილმანი დეტალები მეორე პლანზე გადადის, უფრო მნიშვნელოვანი კი ზოგადი შთაბეჭდილება ხდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს