"40 წელი "ჩავხურე"... ფაზლივით ნელ-ნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება" - იუბილარი კახა კალაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"40 წელი "ჩავხურე"... ფაზლივით ნელ-ნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება" - იუბილარი კახა კალაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თბილისის მერი უბილარია. კახა კალაძე დღეს 40 წლის გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"40 წელი. მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანის ცხოვრებაში. საკრალურიც. თითქოს ბიბლიური მოსესავით გავდივართ საკუთარი ცხოვრების გზას, ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვაღწევთ მიზანს. ახლა, უკან რომ ვიხედები უფრო ვაფასებ თითოეულ განვლილ წუთს, დღეს თუ წელს. ხელახლა შევიგრძნობ თითოეულ მოვლენას - გამარჯვებას თუ დამარცხებას, სიხარულს თუ ცრემლს. ფაზლივით ნელ-ნელა ეწყობოდა ჩემი ცხოვრება დაწყებული სამტრედიიდან… თბილისი, კიევი, მილანი… და სამშობლოში დაბრუნება. საქართველოში დაბრუნება. ახალი ეტაპი ცხოვრებაში, ახალი კარიერის დასაწყისი, ახალი გამოწვევები, მიზნები და მათკენ სავალი გზები. 40 წელი თითქოს ბევრია. თან ცოტაცაა, უკმარისობის გრძნობა და მიღწეულით კმაყოფილება ერთმანეთს ენაცვლება. მიუხედავად ბევრი წყენის, გაუგებრობის, უბედურების თუ იმედგაცრუების, არის უფრო ბევრი სიხარული, გამარჯვება და მიღწეულით კმაყოფილება, არის სიყვარული, ოჯახი, შვილები და საყვარელი საქმე. 40 წელი "ჩავხურე"... მადლობა ამ წლებს, რომ მომცა ზრდის საშუალება, მასწავლა, მატარა, გამოცდილება შემმატა. მადლობა ამ წლებს, რომ დამანახა ჩემი შესაძლებლობები, მაშინაც კი, როცა ამის დანახვა არავის სურდა ირგვლივ. მადლობა ამ წლებს, რომ დღეს აქ ვარ და ვაკეთებ იმას რაც მომწონს, რაც მატარებს მომავლისკენ, რაც მაძლევს საშუალებას ვიყო ვიღაცისთვის საჭირო, ვაკეთო სასარგებლო საქმე. მადლიერი ვარ ჩემი დიდი ოჯახის, თითოეული იმ ადამიანის, ვინც გვერდში დგომით მომცა იმის საშუალება ასე ვიფიქრო, ასე ვგრძნობდე, ასე ვაფასებდე და იმედით ვუყურო მომავალს. მადლობა ყველას მოლოცვისთვის" - წერს კალაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს