თემქაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - არსებობს სატელეფონო მტკიცებულებები, რომელიც ლადო გრიგალაშვილის პოზიციებს ამყარებს

თემქაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - არსებობს სატელეფონო მტკიცებულებები, რომელიც ლადო გრიგალაშვილის პოზიციებს ამყარებს

არის გარკვეული სიახლეები და მტკიცებულებები, რაც ლადოს პოზიციებს საკმაოდ ამყარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სატელეფონო ჩანაწერებს ეხება.

"მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. არის გარკვეული სიახლეები, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს მტკიცებულებები ლადოს პოზიციებს საკმაოდ ამყარებს. საუბარია სატელეფონო მტკიცებულებებზე, შემავალ და გამავალ ზარებზე. რაც შეეხება ანძას, ის უნდა ამოიღოს გამოძიებამ, რათა დადგინდეს, თუ სად იმყოფებოდა იმ პერიოდში ლადო გრიგალაშვილი", - განაცხადა ადვოკატმა.

ნაირა ოტიაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ მტკიცებულებას, რომელიც გამოძიებამ საქმის ძიებისას ამოიღო, ექსპერტიზა არ ჩატარებია, მათ შორის არც დანას.

"ჯერჯერობით არც ერთ ნივთმტკიცებას, მათ შორის დანას ექსპერტიზა არ ჩატარებია. ჩემთვის არც სატელეფონო ამონაწერები გადმოუციათ და შესაბამისად, არ ვიცი ამ მხრივ იმუშავა თუ არა გამოძიებამ", - განაცხადა ოტიაშვილმა.

თემქაზე 20 წლის გოგონა მოკლული გასულ კვირას ნახეს. მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილია დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს