სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს 1-ელ მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის, იდუმალის და ენგურჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ბენდელიანის, კოსტავას და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ხვედელიანის, ზურაბ ჩაჩუას, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ხომლელის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის მასივის VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 511 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: დავათი, ქერიაანთკარი, ჯავახიანთკარი, დუდაურები და მიმდებარე სოფლებში; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – 632 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ორხევი, ნაქალაქარი, ვეძათხევი და მიმდებარე სოფელებში; 12:00 საათიდან 16:00 საათამდე – 523 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში; 13:00 საათიდან 18:00 საათამდე – 146 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი