საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში დღეს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 15-20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება 4 მარტის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს.

4 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო: ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს, შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი