ავტორი:

კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს

კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის "გაერთიანებული ისტორიის დაწერა" სურს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დელეგაციასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მზად არის "სამშობლოს გაერთიანების ახალი ისტორიის დაწერა" დაიწყოს. ეს იყო პირველი შეხვედრა სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან, მას შემდეგ, რაც ის 2011 წელს პრეზიდენტი გახდა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დელეგატებმა კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეელი კოლეგის, მუნ ჯე ინის წერილი გადასცეს. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდნენ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ კორეის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის დაწყება იყო.

შეხვედრის შემდეგ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ "პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის დაახლოება".

სამხრეთ კორეის დელეგაცია ათი წევრისგან შედგებოდა და მათ შორის იყო ეროვნული დაზვერვის უფროსი სო ხუნი და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჩონ ი ენი.

სო ხუნმა 2000-2007 წლებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რაც შეეხება ჩონ ი ენს, ის დღემდე ინარჩუნებს ახლო კონტაქტებს თავის ამერიკელ კოლეგასთან, ჰერბერტ მაკმასტერთან.

სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, გაირკვა, რომ კიმ ჩენ ინი თანახმაა, აპრილში სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ სამიტი ჩაატაროს. სეულის ინფორმაციით, კომუნისტური რეჟიმის მეთაურმა განაცხადა, რომ ბირთვულ შეიარაღებას სამხრეთ კორეის წინააღმდეგ არ გამოიყენებს; ასევე, ბირთვულ და სარაკეტო შეიარაღებას ამერიკასთან მოლაპარაკების პროცესში არ გამოცდის.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უწყებების ცნობით, კიმ ჩენ ინს მიაჩნია, რომ სამხრეთ კორეასთან დაახლოების პოლიტიკა ორივე მხარისთვის აუცილებელია. სწორედ ამ დროს გამოთქვა მან სურვილი, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების ახალი ისტორია დაიწეროს.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის დელეგაცია ბოლოს, 2007 წელს მიიღო. შემდეგ, 2011 წელს ქვეყნის სათავეში მისი მემკვიდრე მოვიდა, რომელსაც სამხრეთ კორეის წარმომადგენლობა არასდროს შეხვედრია, ასევე, ურთიერთობა არ ჰქონია არცერთ ოფიციალურ პირთან.

"ბოლო ვიზიტისას კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეის დელეგაცია "თბილ გარემოში" მიიღო და შემდეგ ვახშამზეც დაპატიჟა, რომელსაც მისი მეუღლე და დაც ესწრებოდნენ", - აღნიშნავს სააგენტო TAC-ი.

ჟურნალისტების მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, საიდუმლოდ დარჩა, რით გაუმასპინძლდა ექსცენტრიული დიქტატორი უცხოელ სტუმრებს, თუმცა, ცნობილია, რომ ვახშამი 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

bbc.com-ის ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ კორეის წარმომადგენლები ვაშინგტონში იქნებიან, სადაც ისინი ამერიკის ადმინისტრაციას, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების დეტალებს მიაწვდიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე