თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება

თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება

გრანტის ფარგლებში თბილისში ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, - ამის შესახებ ითქვა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა გრანტზე თანხმობის მიცემის შესახებ მერიის განკარგულების პროექტი განიხილეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება. გრანტი EBRD–თან გასულ წელს ავტობუსების შეძენის დროს გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გამოიყო. გრანტის თანხა 490 000 ევროს შეადგენს. კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანადაფინანსება 300 000 ევროს ფარგლებში.

აღნიშნული თანხით დედაქალაქისთვის ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, რომელიც იმოქმედებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ