როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-დან 10 მარტის ჩათვლით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-დან 10 მარტის ჩათვლით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 10 მარტამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი, ხოლო 10 მარტს ღამით ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

“8-დან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: მაღალმთაში ქარბუქი, ზღვაზე შტორმი და მდინარეებზე წყლის დონის მატება - გაეცანით, ქალთა დღისა და მომდევნო დღეების პროგნოზს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი