ქეთა თოფურია და რუსი ვარსკვლავები პუტინის მხარდამჭერ კლიპში - "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ..."

ქეთა თოფურია და რუსი ვარსკვლავები პუტინის მხარდამჭერ კლიპში - "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ..."

ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა - მომღერალი ინსტაგრამზე მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და პოლიტიკური კომენტარები დაწერა:

"სულ ვცდილობ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც ბლიად" - დაწერა თოფურიამ. ამან კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. კომენტარებში მას "მოღალატე" უწოდეს.

ცოტა ხნის წინ კი მოძრაობა "პუტინის გუნდმა" (Putin Team) გაავრცელა ვიდეო და ჰიმნი რუსული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელშიც მომღერლები პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. მათ შორისაა ქეთა თოფურია, გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, რეპერი ტიმათი და სხვები.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის უარყოფითი კომენტარები რუსი მოსახლეობის მხრიდან:

„მათ ხომ პუტინი არ აინტერესებთ. საცოდავები, ისინიც და პუტინიც“; „ღმერთო, რა სიბრმავეა. არავითარი სიამაყე და თავმოყვარეობა“ განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს