მსოფლიო საუკუნის შეხვედრის მოლოდინში - "ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდება დათქმულ დროსა და ადგილას"

მსოფლიო საუკუნის შეხვედრის მოლოდინში - "ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდება დათქმულ დროსა და ადგილას"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის მაისამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველმა ჩონ ი იონმა განაცხადა.

"დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ კიმ ჩენ ინმა ჩვენთან შეხვედრაზე დენუკლეარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა. კიმ ჩენ ინი დამპირდა, რომ ჩრდილოეთ კორეა მომავალში ბირთვული და სარაკეტო ცდებისგან თავს შეიკავებს", - განაცხადა ჩონ ი იონმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა დაადასტურა, რომ ტრამპი მზად არის კიმ ჩენ ინს შეხვდეს.

"ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდება დათქმულ დროსა და ადგილას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციას. ამასთან, სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე