როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება

როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება

"თბილავიამშენი" მოიერიშე თვითმფრინავის, "სუ-25"-ის ღრმა მოდიფიკაციას გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარიდან დაიწყება. ღირებულება დამოკიდებული იქნება საბაზისო კომპლექტაციის შესრულების სახეზე.

ახალი მოიერიშე თვითმფრინავის სახელია "ჯე-31" (ბორა), რომელიც "თბილავიამშენის" საგარეო ტექნიკური კავშირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლევან ცირეკიძის განმარტებით, "სუ 25"-ის ახალი სიცოცხლე და მისი ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი იქნება.

"ჩვენს ხელმძღვანელებს აქვთ ასეთი იდეა, რომ საფრენი აპარატის ღრმა მოდერნიზაცია მოხდეს, ყველა დადებითი მხარე, რაც მას აქვს, დავტოვოთ და საექსპლუატაციო ან საბრძოლო გამოცდილების დროს გამოჩენილი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ. მოვახდინოთ მისი თავსებადობა თანამედროვე უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კონცეფციების სტანდარტებთან. თუმცა არის

ამ ეტაპზე ვერ ვიღებთ მაკომპლექტებელ აგრეგატებსა და დეტალებს. საბჭოთა დროს ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო, რომელთანაც დღეს ოფიციალურ დონეზე ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა, გარეკვეული აგრეგატებისა და დეტალების შეძენა შეიძლება", - განმარტა ლევან ცირეკიძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

"თბილავიამშენის" წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგში დგას მოდერნიზებული "სუ-25" დასავლური ან ამერიკული წარმოების აგრეგატებით და სისტემებით დაკომპლექტდეს.

რას წარმოადგენს „სუ-25“ და როგორი იქნება მისი მოდერნიზებული ვარიანტი "ჯე-31" (ბორა)? წაიკითხეთ მეტი

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?