როდის ჩადგება თბილისში ქარი - სინოპტიკოსების პროგნოზი

როდის ჩადგება თბილისში ქარი - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება. სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, დღის ბოლოსთვის ქარი შესუსტდება.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 11-12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

იხილეთ ვიდეო

აღმოსავლეთ საქართველოში 12-15 მარტს უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება, რაც ამიერკავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების შედეგად იქნება განპირობებული.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 13 მარტს გამოიდარებს და 15 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

იხილეთ ვიდეო: ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა: გადახდილი სახურავები; მოგლეჯილი ხეები; ჩამოშლილი მთის მასა; გაჩერებული საბაგირო და გაუქმებული ფრენები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი