მექსიკელი გოგონა, რომელმაც "ოსკარზე" ჰოლივუდის ვარსკვლავები დაჩრდილა

მექსიკელი გოგონა, რომელმაც "ოსკარზე" ჰოლივუდის ვარსკვლავები დაჩრდილა

მსახიობ ეისა გონსალესს, ჯერჯერობით, არც "ოსკარი" მიუღია და არც სხვა მნიშვნელოვანი ჯილდო, თუმცა მსოფლიოს მედიასაშუალებებმა ახალგაზრდა მექსიკელი წლევანდელი "ოსკარის" ცერემონიალის სექსსიმბოლოდ დაასახელეს.

დაჯილდოების დღეს წითელ ხალიჩაზე უამრავმა ლამაზმა ქალმა გაიარა, ჯენიფერ ლოურენსმა, მარგო რობიმ, ნიკოლ კიდმანმა... თუმცა 28 წლის ეისას გამოჩენამ ჟურნალისტები დაამუნჯა.

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე ეისა პირველად მიიწვიეს. ეს პატივი კი მსახიობს ფილმზე Baby Driver მუშაობის გამო ერგო. ფილმი სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

გონსალესს მონაწილეობა სულ რამდენიმე სერიალსა და ორ სრულმეტრაჟიან ფილმში აქვს მიღებული, თუმცა ამიერიდან, შესაძლოა, კარიერა კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს - წითელ ხალიჩაზე ის ყველა პროდიუსერისთვის, რეჟისორისთვის და კრიტიკოსისთვის შესამჩნევი იყო.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ