შვედური მედია - საქართველო შვედეთში გასამართლებული საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა

შვედური მედია - საქართველო შვედეთში გასამართლებული საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა

საქართველო შვედეთში გასამართლებული საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა, შესაბამისი შეთანხმება უახლოესი ორი თვის განმავლობაში იქნება გაფორმებული.

შვედური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების, მორგან იუჰანსონისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„ახლა ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ორმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების გადაყვანას შეეხება“, - განაცხადა იუჰანსონმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად შვედეთში სასჯელს საქართველოს 70-მდე მოქალაქე იხდის, მაგრამ ქართულ ციხეებში ადგილების სიმცირის გამო საქართველო მათ გადაყვანაზე უარს ამბობდა. გახარიამ და იუჰანსონმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას პოლიციური თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რისი მთავარი მიზანი ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა იქნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები