ავტორი:

გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"

გია ბუღაძე: "ჩემი ნახატები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ გაანადგურა და ჩვრებივით გადაყარა სარდაფში"

რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო, რომელიც საქართველოში ერთადერთი იყო, განადგურებულია. ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდარი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, სამწუხაროდ, საქრთველოში ეს უკვე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. პირად გამოცდილებას გვიზიარებს მხატვარი გია ბუღაძე.

გია ბუღაძე:

- ჩემს მეგობართან გრანდიოზული კედლები მქონდა მოხატული, რომელიც დაახლოებით ნახევარი წლის წინ წამიშალეს. როდესაც მეგობრის პანაშვიდზე მივედი, ყველაფერი წაშლილი იყო და გაოცებული დავრჩი. არადა დიდის ამბით მომახატვინა, მეგონა, რომ მეგობარი იყო და ახლა რადგან მიცვალებულია, არ მსურს რამის თქმა. სულ აღფრთოვანებით მეუბნებოდა ეს რა დიდებულად გამიკეთეო და სინამდვილეში თურმე მატყუებდა. ოთხი წელი მოვანდომე, ოცი წლის წინ დახატული უკვე ისტორია იყო. ნახატების ნაცვლად კედელზე ტიპიური გოიმური შპალერი იყო თავის ორნამენტებით. ზდანევიჩების მიმართ არ არის ჩემი დამოკიდებულება იდეალური, მაგრამ ამაზრზენი ფაქტია რაც მოხდა! საშინელებაა და ამას ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან ჩემს ტყავზე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი! გარდა იმისა, რაც გიამბეთ კიდევ ორი საშინელება გადამხდა: ნამუშევრები თვით კულტურის მინისტრმა - ნიკა რურუამ დამიხია და ნაფლეთებად აქცია. ჩემი ორი დიდი ნახატი ეკიდა კულტურის სამინისტროს შესასვლელში და რომ მივედი ჩამოხსნილი დამხვდა. როდესაც მოვითხოვე სად არის-მეთქი, არ მაჩვენეს... წლები რომ გავიდა სარდაფში ვნახე, ჩვრებივით იყო გადაყრილი.

ასევე გიგი სულაკაურს დავუხატე სახლი და გიგი რომ გარდაცვალა, ყველაფერი თავიდან ბოლომდე წაშალეს! ბინას ყიდდნენ მისი ოჯახის წევრები და ამიტომაც წაშალეს ნახატები. თითქმის უფასოდ ვიმუშავე, რაღაც გროშები ავიღე იმასთან შედარებით, რაც იქ ჩავდე.

რეალურად ჩვენ გვაქვს უსამართლო, უკულტურო და ბნელი საზოგადოება. ახლა რაც მოხდა, კერძო მესაკუთრეს ეტყობოდა რომ ოდნავაც არ ანაღვლებდა. ოღონდაც ფული ჰქონდეს და კარგად იყოს! ზდანევიჩის გვარიც არ იცოდა - ზიჩიო იძახდა ან ზიჩი იქნება თუ ხაჭაპურიძე მისთვის რა მნიშვნელობა აქვს?! (აქ გვარს პირობითად ვახსენებ თორემ მე ნებისმიერ გვარს დიდ პატივს ვცემ!) ჩვენს საზოგადოებას ახსიათებს ყველაფრის ასე განადგურება. აგერ ფიროსმანი ვირთხებს შევაჭმმევინეთ! პირველად როცა ჩემი ნახატები წაშლილი ვნახე შოკი იყო, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიარო: კარგად მაქვს განვითარებული შეგრძნება წარმავლობისა. როგორ ქრება ყველაფერი თუკი რამ შეგიქმნია. ეს ყველაფერი ვიცი არა მარტო ტვინით, არამედ განცდით. სასაცილოა, როდესაც გეუბნებიან უჩივლეო. სად უნდა ვუჩივლოთ, რომელ ქვეყანაში?! მე თვითონ სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველას ნამუშევრების გადარჩენას ვცდილობდი, თუნდაც დიდად არ მომწონებოდა. როგორც მივხვდი საქართველოში შეუძლებელია გადაარჩინო, რადგან ფულიანი ადამიანი რასაც მოინდომებს იმას გააკეთებს.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სახლების მოხატვა. თუ გადავავლებთ თვალს რომს, იქ კერძო ვილები იყო მოხატული. ბავშვობიდან ვცდილობდი ეს კულტურა დამემკვიდრებინა. ძალიან ხშირად მეგობრებს ვეკითხებოდი რემონტს ხომ არ იწყებთ-მეთქი და სანამ სარემონტო სამუსაოებს დაიწყებდნენ მივდიოდი და კელდებს ვხატავდი. იქ თუ რამ იშლებოდა არ მწყინდა, რადგან სავარჯოშოდ შესრულებული ნახატები იყო. როდესაც სერიოზულ ნახატს ასრულებ კედელზე და მერე არც კი შეგატყობინებენ და ისე გაანადგურებენ, ამაზე უარესი არაფერია! ფოტოს მაინც გადაიღებ და დააფიქსირებ, ან ტექნოლოგიები არსებობს კედლიდან ამოჭრი რაღაც ფრაგმენტები რომ გადარჩეს. მთელი დიდი იტალიელების ნახატები ასეა დღეს. როდესაც უნდათ მაშინ მოხსნიან, ეს არ ეხება მიქელანკელოს გრანდიოზულ ფრესკებს...

ჩვენთან იგივე დონეზე არ არის ტექნოლოგიები, მაგრამ გარკვეულ დონეზე არის. შენ რომ გგონია სადღაც შენი ნამუშევრებია, მიხვალ და განადგურებული დაგხვდება და თან უნდა გაიღიმო, უხერხულობა რომ არავინ იგრძნოს. საქართველოში გასაკვირი არაფერია, მზად უნდა იყო, რომ ყველაფერს გაანადგურებენ, რასაც შექმნი! ყველაფერი ფულია! მაგალითად, რამდენი ფულიც არ უნდა შემომთავაზოს, ბიძინა ივანიშვილის სახლს არ მოვხატავდი. კატეგორიულად არ ვისურვებდი და არც ის ისურვებდა. აშაკარად ჩანს მისი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ.

ასეთი მოდაა დღეს: "ახალი" ქართველები რაღაცეებს ყიდულობენ, იმიტომ კი არა რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ რომ მომავალში ორმაგად ან სამმაგად გაყდიან. არც არის მათი ქცევა გასაკვირი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს