გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ანგელა მერკელს აგრესიული ფორმით მიუახლოვდა

გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ანგელა მერკელს აგრესიული ფორმით მიუახლოვდა

გერმანიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც აგრესიული ფორმით მიუახლოვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ანგელა მერკელი გერმანიის პარლამენტის შენობას ტოვებდა. მერკელი პარლამენტში ზედიზედ მეოთხედ გერმანიის ფედერალურ კანცლერად დაამტკიცეს.

მამაკაცი დაცვის წევრებმა დააკავეს. ინციდენტს კრიმინალური პოლიცია იძიებს. "უცნობ ენაზე მყვირალი მამაკაცი გერმანიის კანცლერს მიუახლოვდა. ის კანცლერის დაცვის წევრებმა დააკავეს. ინციდენტს ფედერალური კრიმინალური პოლიცია იძიებს", - აღნიშნეს პოლიციაში.

მამაკაცის საქციელის მოტივები ჯერ უცნობია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"