პუტინი - იყო პერიოდი, როდესაც ტაქსის მძღოლად მუშაობას ვაპირებდი

პუტინი - იყო პერიოდი, როდესაც ტაქსის მძღოლად მუშაობას ვაპირებდი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იყო პერიოდი, როდესაც სანკტ-პეტერბურგში ტაქსის მძღოლად მუშაობის ვარიანტს განიხილავდა. ამის შესახებ პუტინმა ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

„როდესაც ანატოლი სობჩაკმა მერის არჩევნები წააგო და მე მერიიდან წავედი, ვფიქრობდი, ტაქსის მძღოლად ხომ არ ვიმუშავო? მე არ ვხუმრობ, სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვინაიდან სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა. ამიტომ, როდესაც მოსკოვში გადასვლა და პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში იურიდიულ საკითხებზე მუშაობა შემომთავაზეს, მე დავთანხმდი და მოსკოვში ჩავედი“, - განაცხადა პუტინმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე