დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

დღის ფოტო: პოლონეთში გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც ციხეში 18 წელი სხვისი დანაშაულისთვის იჯდა

პოლონეთში ისტორიული სასამართლო პროცესი გაიმართა. 42 წლის მსჯავრდებული ტომაშ კომენდა 18-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა, თითქმის ნახევარი ცხოვრება ციხეში უდანაშაულოდ გაატარა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტომაშ კომენდას საქმეში გაყალბებული მტკიცებულებების ფაქტზე ახალი გამოძიება დაიწყო. მამაკაცი, რომელმაც 18 წელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით გაატარა ციხეში, პატიმრობიდან 15 მარტს გათავისუფლდა. ქვეყნის პროკურატურამ მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ახალი ფაქტები წარადგინა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაირკვევა, რა იყო 18 წლის წინ სასამართლოში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი: ნამდვილი დამნაშავის დამალვა, საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ თითქოს დამნაშავის პოვნა მოხერხდა, თუ მართლმსაჯულების შეცდომა.

სასამართლო სხდომაზე, გათავისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენდამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

მოგვიანებით, მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში სასტიკად სცემდნენ. მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, თუმცა მაინც არ დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. ტომაშ კომენდას 25-წლიანი პატიმრობა 2000 წელს მიუსაჯეს. ახლა, უდანაშაულო პატიმრის საქმეს პოლონეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს.

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

კორონავირუსის 401 993 შემთხვევა და 3 523 გარდაცვლილი - ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა