ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.

„08:00 საათზე რესპუბლიკაში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ყველა საარჩევნო უბანი წინასწარ მომზადებული და მზად იყო ამომრჩევლების მისაღებად“, - განაცხადეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რუსეთის საელჩოში.

ექვსი საარჩევნო უბანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი უბნები კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სხვა რაიონებში მუშაობს.

რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა რუსეთის ყველა რეგიონში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

პრეზიდენტის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის: სერგეი ბაბურინი („რუსეთის საერთო-სახალხო კავშირი“), პაველ გრუდინინი („კომუნისტური პარტია“), ვლადიმერ ჟირინოვსკი („ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“), მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი („სამოქალაქო ინიციატივა“), მაქსიმ სურაიკინი („რუსეთის კომუნისტები“), ბორის ტიტოვი („ზრდის პარტია“) და გრიგორი იავლინსკი („იაბლოკო“).

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები