პოლ სტრონსკი - მომავალი ექვსი წელი პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს

პოლ სტრონსკი - მომავალი ექვსი წელი პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს

მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო ვადა იყოს, ვლადიმერ პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს, - ამის შესახებ კარნეგის ფონდში რუსეთის პროგრამის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ „ვიდრე პუტინი უკრაინასა და სირიაშია ჩართული, ეს სხვა ქვეყნებს და საქართველოს აძლევს დროს. თუმცა, საქართველო კვლავ დაუცველია რუსეთის პირისპირ“.

„საქართველო ჯერ ისევ დგას აგრესიული რუსეთის პირისპირ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში, ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის მოძრაობას და მავთულხლართების გადაადგილებას. ეს ძალზედ შემაშფოთებელია.

ჩვენ დასავლეთში ხშირად ვაკეთებთ ფოკუსირებას რუსეთის ქმედებებზე სირიაში. ამ დროს, საქართველო ჯერ ისევ დარტყმის და საფრთხის ქვეშაა. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოახდენს საქართველოს დესტაბილიზაციას უახლოეს მომავალში, თუმცა ის გააგრძელებს ზეწოლას თბილისზე. ეს ქართველი ხალხისთვის ძალზედ შემაშფოთებელია. საჭიროა, დასავლეთი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს საქართველოსთან და იყოს მტკიცე საქართველოს მხარდაჭერაში ზეწოლასთან გამკლავებისას“, - ამბობს პოლ სტრონსკი.

თავის მხრივ, კენანის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ კოფმანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის ნატოში გაწევრიანების ხელის შეშლაა. მისივე თქმით, სანამ თბილისი წევრობის სამოქმედო გეგმას არ მიიღებს და წევრობის რეალური პერსპექტივა არ გაჩნდება, რუსეთისთვის სტატუს კვო მომგებიანია.

„ვფიქრობ, რუსეთი კმაყოფილია მისი პოზიციებით საქართველოში... რუსეთი კარგად აკვირდება იმას, თუ რამდენად სურს ნატოს დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველომ მიიღო ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა ეს რუსეთისთვის ნაკლებად შემაშფოთებელია ვიდრე ის, თუ რამდენად სერიოზულად განიხილება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა, მიიღებენ თუ არა ისინი წევრობის სამოქმედო გეგმას. და სანამ მოსკოვი ფიქრობს, რომ საქართველო ნატოში არ წევრიანდება, ეს მას კომფორტულ სიტუაციაში ამყოფებს“, - აღნიშნავს მაიკლ კოფმანი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები