საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.

სულ რუმინეთი დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დავამარცხეთ, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.

იხილეთ ვიდეო: 5-დან 5-ვე მოგებული თამაში და "ბორჯღალოსნების" მაისურებზე დაწერილი "ტატუნაშვილი": საქართველოს ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ