ვლადიმერ პუტინი - 100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი?

ვლადიმერ პუტინი - 100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი?

100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? - ამის შესახებ რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვა მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც რუსეთის ლიდერმა უპასუხა: „მოდით დავითვალოთ. სასაცილოა, რა, ას წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? არა, არ ვიქნები. რაც შეეხება იმას, ნახავენ თუ არა რუსები ახალ პუტინს, ყველაფერი თავის დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე