ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხმების 94,1% მიიღო

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხმების 94,1% მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო. ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა სემიონ გრიგორიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთში პუტინმა 39 427 ხმა დააგროვა.

„აფხაზეთში მან 20%-ით მეტი დააგროვა, ვიდრე რუსეთში. მეორე ადგილზეა „კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი პაველ გრუდინინი, რომელსაც ხმა 1029 ამომრჩეველმა (2,46%) მისცა, მესამეზე ადგილზე გავიდა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი - 654 ხმით (1,56%)“, - განაცხადა გრიგორიევმა. რაც შეეხება ქსენია სობჩაკს, მან აფხაზეთში 247 ხმა მიიღო (0,59%).

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები