კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "პროფესორი" დააკავეს

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "პროფესორი" დააკავეს

კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი გიგა პეტრიაშვილი („პროფესორი“) დააკავა და თურქეთში გააძევა. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის გიგა პეტრიაშვილი 2017 წლის სექტემბერშიც დააკავეს და თურქეთში გააძევეს.

„მიმდინარე წლის ბოლოს მან უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტით შემოსვლა შეძლო. უკრაინაში „პროფესორი“ გავლენის სფეროების გადანაწილებით იყო დაკავებული“, - განაცხადა კიევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.

სამართალდამცველებმა პეტრიაშვილი ისევ თურქეთში გააძევეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ