რუსეთში 13 წლის გოგონამ სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთში 13 წლის გოგონამ სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთში, კურგანის ოლქის ქალაქ შადრინსკის სკოლაში 13 წლის გოგონამ ამავე სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განუცხადეს.

„დღეს დილით შადრინსკის ერთ-ერთ სკოლაში, შესვენებაზე 13 წლის გოგონამ მამის კუთვნილი პნევმატური პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა. მსუბუქი სახის დაზიანებები მე-7 კლასის შვიდმა მოსწავლემ მიიღო. სკოლაში პოლიციელები მუშაობენ, რომლებიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ“, - განაცხადეს უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექიმებიც მივიდნენ. დაშავებულთა უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

„წინასწარი მონაცემებით, ერთი ბავშვი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა“, - აღნიშნეს რუსეთის შსს-ში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"