სოფელ აძვში შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს

სოფელ აძვში შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.

თანასოფლელების ნაწილის განცხადებით, აღნიშნული სალოცავი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და შესაბამისად, გუნდიშვილს და გერკეულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილის თქმით, აღნიშნული პირების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

დაკავებასთან დაკავშირებით ოჯახებს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. სოფელში ვარაუდობენ, რომ ორივე მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია.

„გიდასტურებთ, რომ მოხდა 2 პირის დაკავება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - განაცხადეს სუს-ში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, გასული ორი წლის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან დაკავების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?