რა აკავშირებდათ "სიმენსის" დამფუძნებლებს საქართველოსთან - "ორი ძმა ჩვენს ქვეყანაშია დაკრძალული"

რა აკავშირებდათ "სიმენსის" დამფუძნებლებს საქართველოსთან - "ორი ძმა ჩვენს ქვეყანაშია დაკრძალული"

"კავკასია კაცობრიობის კულტურის აკვანია" XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს, კავკასიისა და საერთოდ, რუსეთის იმპერიის სამრეწველო-ინდუსტრიული განვითარება დიდწილადაა დაკავშირებული ძმები სიმენსების სახელთან. ფირმა "სიმენს და ჰალსკემ" მთელ კავკასიაში სატელეგრაფო კავშირგაბმულობის ქსელი აამუშავა და ის მოსკოვს დაუკავშირა. ძმებმა თბილისში პირველი სატელეგრაფო ხაზის სადგური გახსნეს და პირველი ქართული ელვადეპეშაც კოჯორში აქედან გაიგზავნა.

ძმებ სიმენსების, ჩვენს ქვეყანაში მათი ღვაწლისა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ისტორიკოსს, მკვლევარს, მანანა ნიქაბაძეს გავესაუბრეთ.

- სიმენსების შესახებ 10 წლის წინ შევიტყვე, როცა გერმანიაში მითხრეს, რომ მათგან ორი ძმა საქართველოში იყო დაკრძალული. გერმანიიდან ჩამოსულმა მეცნიერი, ენერგეტიკოსი ანდრე კარბელაშვილი მოვინახულე. ის 90-იან წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახლდათ. სიმენსებით იმდენად იყო დაინტერესებული, მოძებნა და გამოიკვლია ყველაფერი, რაც კი მათთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბატონი ანდრე გარდაიცვალა. დღეს ეს მასალები ოჯახის საკუთრებაა. მინდა ფილმის გადაღება, დიდი გამოფენის ორგანიზება, ვერნერ სიმენსის წიგნის, "მოგონებანი ცხოვრების შესახებ", თარგმნა და გამოცემა. ამ საქმის სისრულეში მოყვანას დღემდე ვცდილობ, თუმცა, დაფინანსების პრობლემა ჯერჯერობით, ვერ მოგვარდა. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პრეზენტაციის ორგანიზება მოვახერხეთ, რის შემდეგაც თემით გერმანიაში ჩვენი საელჩო დაინტერესდა და სავარაუდოდ, იგივე პრეზენტაცია მალე გერმანიაშიც გაიმართება. იმედი გვაქვს, გამოხმაურება ნაყოფიერი აღმოჩნდება და წიგნის თარგმნაც მალე მოხერხდება.

ვერნერ სიმენსი

- "სიმენსი და ჰალსკე" ბერლინის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, გამოჩენილმა გამომგონებელმა ვერნერ სიმენსმა მეგობარ იოჰან გეორგ ჰალსკესთან ერთად დააარსა. ჰალსკე ადრე გარდაიცვალა, თუმცა, სიმენსმა მისი გვარი კვლავ სახელწოდების შემადგენელ ნაწილად დატოვა. სიმენსების ოჯახში რვა ძმა იზრდებოდა. ვერნერმა ინერტული რეგულატორი ორთქლის ძრავისთვის ვილჰელმთან ერთად გამოიგონა. მუშაობდა ტელეგრაფის, ელექტრული განათების, ელექტროსადგურების საკითხებზე. შექმნა პირველი "ელექტრული რკინიგზა" - ტრამვაი და პირველი ლიფტი. სიმენსის აღმავლობის საწინდარი ერთსა და იმავე წელს ისრიანი ტელეგრაფისა და სპილენძის სადენებზე რეზინის იზოლაციის ზედსადები მანქანის გამოგონება გახდა. ვერნერმა საკუთარი ტელეფონის აპარატიც შექმნა. ბედის ირონიით, მას საუნივერსიტეტო განათლებაც კი არ ჰქონდა. მთელი თავისი ტექნიკური ცოდნა სამხედრო-საარტილერიო კოლეჯში შეიძინა. მისი პირველი სამუშაო გალვანოპლასტიკასთან - გალვანური მეთოდით მოოქროებასა და მონიკელებასთან იყო დაკავშირებული...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი