"ფეისბუქთან" მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება" - რას ამბობს ევროკომისარი სოციალური ქსელის გარშემო ატეხილ სკანდალზე

"ფეისბუქთან" მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება" - რას ამბობს ევროკომისარი სოციალური ქსელის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-თან მიმართებაში, რომელიც პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალშია გახვეული, მკაცრი ზომები გატარდება.

"Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა ევროკომისარმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით Facebook-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა. "Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს", - აღნიშნა ვერა იუროვამ.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. "ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს", - დასძინა მან.

მარტის შუა რიცხვებში ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica იმაში დაადანაშაულეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესებში ერეოდა ამომრჩევლებზე IT ტექნოლოგიების გამოყენებით გავლენის მოხდენისა და სოციალურ ქსელებში მათი პერსონალური მონაცემების მოპარვის გზით.

წაიკითხეთ ასევე: არ დაწეროთ "ფეისბუქზე" სტატუსი BFF, შესაძლოა, ჰაკერებს საქმე გაუმარტივოთ

4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე