"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

"სტალინმა გელოვანს დაურეკა, არ გრცხვენია, ჩემს ხარჯზე ეკონომიას რომ აკეთებო?" - როგორ გაუსწორდა ნიკიტა ხურუშჩოვი სტალინის ორეულს?

ხრუშჩოვისეული რეპრესიები შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს და სამხედრო პირებს, არამედ ხელოვნების სფეროს მუშაკებსაც - პირადად ავტორებს, მათი ნაწარმოებების ჩათვლით. ამის დადასტურებაა ალექსანდრე ფადეევის (1893-1956) და მიხეილ გელოვანის (1893-1956) ტრაგიკული ბედი.

ცნობილმა პროზაიკოსმა, სსრკ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ფადეევმა და სსრკ სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა, რომელმაც იოსებ სტალინის სახე კინოხელოვნებაში განასახიერა, ორივემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1953 წლის 5 მარტის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი ამფსონების მიერ ფადეევისა და გელოვანის წინააღმდეგ იეზუიტური დევნა დაიწყო, რომელიც აუტანელი გახდა...

ალექსანდრე ფადეევმათავი პერედელკინოში - მწერალთა აგარაკზე მოიკლა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში იგი ხელისუფლებას მიმართავდა: "მე ვეღარ ვხედავ ჩემი სიცოცხლის აზრს, რადგან რასაც ვემსახურებოდი, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე, ქვეყნის უგუნურმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათალა. ლიტერატურა ხელში ბიუროკრატებს ჩაუვარდათ. მათგან უფრო ცუდია მოსალოდნელი, ვიდრე ლავრენტი ბერიამგააკეთა. იგი განათლებული მაინც იყო, ესენი კი სრულიად უმეცრები არიან. მინდოდა სიმართლე მეთქვა ხელისუფლებისათვის, მაგრამ არ დამიჯერეს. ჩემმა სიცოცხლემ, ამდენი სიცრუის, დაუმსახურებელი კრიტიკის ცილისწამების გამო, აზრი დაკარგა. აღარ მსურს ასეთი გაუბედურებული ყოფა, მივდივარ ამ ცხოვრებიდან".

საინტერესოა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრე ფადეევი ნიკიტა ხრუშჩოვსშეხვდა, მაგრამ საუბარი ვერ აეწყო: პარტიის ლიდერი ქედმაღლურად ითხოვდა მწერლისაგან "სტალინიზმის შედეგებისა და რეციდივების" აღმოფხვრას, ნაწარმოებებში ცვლილებების შეტანას. ალექსანდრე ფადეევმა თურმე ვერ მოითმინა და ნიკიტა ხრუშჩოვს ტროცკისტობა შეახსენა... შეხვედრა მძიმე გამოდგა და შედეგებმაც არ დააყოვნა. აშკარაა, რომ მწერალმა თავისი თვითმკვლელობით, 1956 წლის 13 მაისს, წინასწარ განახორციელა ის მოქმედება, რასაც მას უშიშროების უწყების თანამშრომლები გაუკეთებდნენ.

იგივე ბედი ეწია მიხეილ გელოვანსაც - სსრ კავშირის სახალხო არტისტს, სტალინური პრემიების ლაურეატს, საბჭოთა კინომაყურებლების საყვარელ ადამიანს.

მიხეილ გელოვანი 1893 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ლასურიაში დაიბადა. ის ლეჩხუმელი თავადების შთამოამავლი გახლდათ.

მან თავი ბელადის დაბადების დღეს - 1956 წლის 21 დეკემბერს მოიკლა.

მიხეილ გელოვანი კინემატოგრაფს უკვე 1953 წლის გაზაფხულზე ჩამოაშორეს. უფრო მეტიც - მსახიობი იოსებ სტალინის ცხედართან საპატიო ყარაულშიც კი არ დაუშვეს: როცა იგი კუბოსთან დადგა, მასთან სამოქალაქო პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ მისი სახელი საპატიო ყარაულის სიიდან ამოშლილია. მსახიობს მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულებულია.

1953 წლის მარტის შემდეგ მიხეილ გელოვანმა სმა დაიწყო. როცა დათვრებოდა, ხშირად რეკავდა ტელეფონით მოსკოვის ცნობილ "ელისეევის გასტრონომში" და ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის ცნობილი ხმით აცხადებდა: "სტალინი გელაპარაკებათ. იცოდეთ, მე ცოცხალი ვარ და მუდამ ვიცოცხლებ". შემდეგ კი პროდუქტებს ითხოვდა. რასაკვირველია, მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ პარტიის ცეკას თანამშრომლებმა, რომლებიც კინოსა და თეატრს კურირებდნენ, ცირკულიარები დააგზავნეს, მიხეილ გელოვანი ფსიქიურ ავადმყოფად შერაცხეს და მასთან თანამშრომლობა აკრძალეს. 1956 წლის თებერვლიდან კი დაიწყო კადრების მასობრივი ამოჭრები კინოფილმებიდან, სადაც მსახიობი იოსებ სტალინის როლს ასრულებდა.

მოკლე ნეკროლოგი მიხეილ გელოვანის გარდაცვალების შესახებ მოსკოვის მხოლოდ ერთ გაზეთში - "ვეჩერნი მოსკვა"-ში გამოქვეყნდა, სამაგიეროდ ჩინეთისა და ალბანეთის ცენტრალურმა გაზეთებმა მისი გარდაცვალების ფაქტს პირველი გვერდები დაუთმეს. როგორც ცნობილია, სსრ კავშირის ურთიერთობა ამ სახელმწიფოებთან მე-20 ყრილობის შემდეგ სწრაფად გაუარესდა. განაგრძეთ კითხვა

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო