#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება

#იკითხედამოიგებ - გრანდიოზული გათამაშება იწყება

ყველა ბილეთი მომგებიანია

გათამაშების ფარგლებში მკითხველს უპრეცედენტო საჩუქრები ელოდება - ორკაციანი საგზური ბარსელონაში. გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ასევე, მიიღოს Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები, ანუ ყველა ის ნივთი, რომლებიც თინეიჯერებს განსაკუთრებულად უყვართ...

მკითხველმა უკვე კარგად იცის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის შესახებ - დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" არის პროექტები, რომლებმაც მოზარდებს წიგნის კითხვა შეაყვარა. "ლიბერთინსი" უკვე სამ წელზე მეტია, ქართველ თინეიჯერებს მსოფლიო ბესტსელერებით ანებივრებს, თავად "ლიბერთინსის" წევრი ახალგაზრდების რიცხვი კი სამოცამდე გაიზარდა. ლიბერთინსელები სწორედ ის მოზარდები არიან, რომლებიც, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, თავად არჩევენ და რეკომენდაციას უწევენ ლიტერატურას, რომელიც ქართველ თინეიჯერებამდე უკვე მშობლიურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული უნდა მივიდეს. "ლიბერთინსი" აღმოჩნდა პროექტი, რომელმაც თინეიჯერების უმრავლესობა სულ უფრო მეტი ახალი წიგნის წაკითხვის სურვილით "მოწამლა". სწორედ ამის დასტურია "ბიბლუსი გალერეასთან" რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას, აღფრთოვანებული თინეიჯერები და მათი საინტერესო კომენტარები უკვე გამოცემული ავტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ.

რაც შეეხება "ლიბერქიდსს", მასში ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის. "ლიბერთინსის" მსგავსად, ამ პროექტის ფარგლებშიც თანამედროვე მსოფლიო ავტორების ბესტსელერები გამოიცემა და ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ "მარათონში", რომელიც მათ უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

"ლიბერთინსი" და "ლიბერქიდსი" ამჯერად მორიგი გრანდიოზული გათამაშებისთვის ემზადებიან - ბავშვებსა და მოზარდებს, ვისაც უყვართ "ლიბერქიდსისა" და "ლიბერთინსის" პროექტის წიგნები, შესაძლებლობა ეძლევათ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან გრანდიოზული საჩუქრები მიიღონ - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გათამაშების ფარგლებში გამარჯვებულთათვის განკუთვნილი ორკაციანი საგზური ბარსელონაში ჯეიზისა და ბიონსეს კონცერტებზე, ასევე, მიიღოს Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები. რაც მთავარია, გათამაშების ყველა ბილეთი მომგებიანია - თუ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეიძენთ 10 ლარის წიგნს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" სერიიდან, ავტომატურად იგებთ სხვადასხვა წიგნსა და აქსესუარს; ბილეთი გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადადის და სხვა პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვთ, მოიგოთ მოგზაურობა ბარსელონაში. ლატარია გათამაშების პერიოდში სწორედ მხოლოდ ამ სერიების ფარგლებში გამოსულ წიგნებზე გავრცელდება. სანამ გათამაშების დეტალებსა და გრანდიოზული დაჯილდოების თარიღს გაგაცნობთ, შეგახსენებთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი წარმატებული პროექტის - "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" მთავარი კონცეფციისა და იმ დადებითი გავლენის შესახებ, რაც ამ პროექტებმა 8-12 წლის ბავშვებსა და თინეიჯერებზე მოახდინა.

რაც შეეხება გათამაშების #იკითხედამოიგებ"დეტალებს, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი გვიამბობს:

- "ლიბერთინსიც" და "ლიბერქიდსიც" უკვე დიდი ხანია მკითხველს სიურპრიზებით ანებივრებს. ამჯერად მათ შევთავაზებთ გათამაშებას #იკითხედამოიგებ, რომლის ფარგლებში მკითხველი უპრეცედენტო საჩუქრებს უნდა ელოდეს. გათამაშება ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე ყველა ბილეთი მომგებიანია. წიგნებში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე მყიდველი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, უნდა უპასუხოს შეკითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებს მომენტალურ პრიზს და როგორც უკვე აღვნიშნე, ავტომატურად იგებს საჩუქარს. ეს შეიძლება იყოს წიგნი ან წიგნთან დაკავშირებული რაიმე აქსესუარი.

აი, მეორე ეტაპზე კი მთავარი, გაცილებით მასშტაბური ამბები იწყება. გამარჯვებულს გადაეცემა ორკაციანი საგზური ბარსელონაში, სადაც მას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და დაესწროს მსოფლიო ვარსკვლავების, ბიონსესა და ჯეიზის კონცერტს. ასევე გათამაშდება Iphone X, ""მარშალის" დინამიკი და სქეითბორდები, ანუ ყველა ის ნივთი, რომლებიც თინეიჯერებს განსაკუთრებულად უყვართ.

- როდის იწყება გათამაშება?

- გრანდიოზული გათამაშება აპრილში დაიწყება, ფინალური ღონისძიება კი წიგნის ფესტივალის დახურვის დღეს გაიმართება. კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება მკითხველებს: მოგეხსენებათ, "ლიბერთინსის" ფარგლებში ჰოლი სმეილის ბესტსელერი, "გიკი გოგო" გამოიცა. ჰოლი სმეილი ქართველი თინეიჯერებისთვის უსაყვარლესი და ძალიან პოპულარული ავტორია. ის საქართველოს მაისში ეწვევა წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით, სწორედ ის გაათამაშებს გრანდიოზულ პრიზებს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" გამარჯვებულებისთვის, ასევე ბავშვებთან ძალიან საინტერესო შეხვედრებს გამართავს. გათამაშების #იკითხედამოიგებ გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მსოფლიოში აღიარებული, "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების მწერალი. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ჩაერთონ გათამაშებაში - იკითხონ და მოიგონ საჩუქრები.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს