რა ქონებას ფლობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე?

რა ქონებას ფლობს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე?

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ანაზღაურების სახით 2017 წელს 117 360 ლარი მიიღო.

როგორც 2018 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის, ირაკლი შოთაძის მეუღლის საკუთრებაშია 2016 წელს 100 000$-ად შეძენილი ბინა თბილისში, 2011 წელს თეთრიწყაროს რაიონში შეძენილი მიწის ნაკვეთი და ამავე წელს 10 000 ლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი.

როგორც მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, ირაკლი შოთაძის სახელფასო ანგარიშზე 4 800 ლარია, საკრედიტოზე კი 10 000 ლარი.

ამასთან, ირაკლი შოთაძის დანაზოგი 32 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე 1983 წელს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 2015 წლის 17 ნოემბერს ის მთავარ პროკურორად დაინიშნა.

2005 წელს შოთაძემ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2006 წელს მან პროკურატურაში დაიწყო მუშაობა.

2010 წლიდან დღემდე, შრომით საქმიანობას შემდეგ თანამდებობებზე ეწეოდა:

2006 წელი - გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიცია. ამავე წელს ის გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტრიებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორი იყო. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები