პუტინი კემეროვოში მომხდარზე - ვიღაცის დოყლაპიობის გამო, ამდენი ადამიანი დავკარგეთ

პუტინი კემეროვოში მომხდარზე - ვიღაცის დოყლაპიობის გამო, ამდენი ადამიანი დავკარგეთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კემეროვოში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა. „ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, - განაცხადა პუტინმა კემეროვოში გამართულ თათბირზე.

მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს, შეფასება მიეცეს იმ თანამდებობის პირების ქმედებებს, რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

„ფულის გარეშე ვერც ერთ ცნობას ვერ მიიღებ, ფულის სანაცვლოდ კი ყველაფერს აწერენ ხელს“, - აღნიშნა პუტინმა.

25 მარტს რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბაშვები და მოზარდები არიან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე