შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

შაქარაშვილმა პირადში მომწერა, თქვენთვის არ მითქვამს ბო**ო - რას წერს "ფეისბუქზე" ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

"დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრაზე, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს.

როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყო და არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა - ლამაზი ბოზი, მგონი ესე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი 'კაცებს'. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.

ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა.

P.s. შაქარაშვილმა პირად ფოსტაში მომწერა. თქვენთვის არ მითქვამს ბოზიო, თუ ესე აღიქვით ბოდიშიო. მაინც ვერ მიხვდა რაშია პრობლემა...", - წერს ხოშტარია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრაზე თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კალაძეს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა „ცეხავიკები” შეჭამენ ქალაქს თუ სწორი, ნორმალური გზით განვითარდება თბილისი.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ მოისმინეს ლამაზი სადღეგრძელო.

”ქორწილში არ ვართ. დიახაც, ქალაქს ჰყავს მთავრობა. მერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მივიღებთ თუ არა გენგეგმას. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომ თბილისი უნდა იყოს მწვანე ქალაქი. ყველა რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და ყველა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

ამის შემდეგ კითხვის დასმის უფლება ითხოვა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ”შეურაცხყოფილია იმ საჯარო სასამართლოთი, რომელიც მერიამ დღეს მოაწყო”. ხოშტარიას გამოსვლა გააწყვეტინა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოპულიზმის უფლებას მას არ მისცემდა.

„პოპულიზმი არის თქვენი დამოკიდებულება პროფესიონალების მიმართ. ზრდილობა იქონიეთ ბატონი კახი. ნერვები დაიმშვიდეთ“, – მიმართა ხოშტარიამ კალაძეს, რაზეც თბილისის მერმა მას ასე უპასუხა: „ზრდილობა და უზრდელობა თქვენთან მოიკითხეთ. არც კომპეტენცია გაქვთ, არც პროფესიონალიზმი. მივცეთ პროფესიონალებს აზრის გამოთქმის საშუალება. ეს არის თქვენი რეალური სახე”.

ხოშტარია რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა მიეცათ მისთვის კითხვის დასმის უფლება, რისი საშუალებაც მას ღონისძიების მოდერატორმა არ მისცა, რასაც მოჰყვა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის რეპლიკა: „ეს რა დამოკიდებულებაა. მიეცით ელენეს უფლება სიტყვა დაასრულოს“.

სიტყვიერ შელაპარაკებაში საკრებულოს ”ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ შაქარაშვილი ჩაერთო. ”რა არის ეს. ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, – მიმართა შაქარიშვილმა ვაშაძეს, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს. „რა სიტყვებს იყენებს თქვენი თანაგუნდელი. უხერხულია. როგორ იქცევით. საზღვარი და სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს. რას იგინებით“, – მიმართა ვაშაძემ კალაძეს.

"თუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ ეპიდემია დამთავრდა" - უცნობი ფაქტები კორონავირუსზე

დღის ფოტო - გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა