მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ჭორაობდა, რომ დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ჭორაობდა, რომ დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ

პრეზიდენტი ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია - დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ-ს ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ჩვენ შვიდი რუსი ოფიცერი დავაკავეთ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიულად გამომაცხადა, ხოლო ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჟურნალისტებთან ჭორაობდა იმის თაობაზე, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ. პუტინმა კი საპასუხოდ რუსეთში ქართველების მასიურად დაკავება დაიწყო და ისინი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საქართველოში გამოაგზავნა, დასავლეთი კი ამას ზერელედ აკვირდებოდა“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას უკრაინიდან 13 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე.

„რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ომის ოთხი წლისა და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ პოროშენკომ ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მოწონება დაემსახურებინა. ეს უკრაინელი ხალხის ღირსების დამამცირებელია. ჩვენ საქართველოში ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ. მას შემდეგ, რაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა, ჩვენ დავხურეთ რუსეთის საელჩო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი" - რას ამბობს სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვაში

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან თინა ბოკუჩავა, დავით ჭიჭინაძე და ეკა ბესელია

რა წესების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს არჩევნებზე - თამარ ჟვანია ხმის მიცემის პროცესის დეტალებს განმარტავს