სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს

სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

ZN.ua-ს ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა პოლიტიკოსის პირადი ნივთების დაბრუნება, რომლებიც ადვოკატის თქმით, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაქრა, კერძოდ, საუბარია დოკუმენტებზე, პორტატულ კომპიუტერზე, რამდენიმე მობილურ ტელეფონსა და სააკაშვილის სავიზიტო ბარათებზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკარგული ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების კომპენსაციას ითხოვს.

რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ანალოგიური შუამდგომლობით მან 1-ელ მარტსაც მიმართა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

„ეს ნივთები დაყადაღებული არაა, ხოლო 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ეს ნივთები დაიკარგა“, - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.

მისივე თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ის დააყაჩაღეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები