თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე წუხელ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა. თავდასხმის შედეგად მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: თბილისში მამაკაცი დაჭრეს - შეიარაღებულმა პირმა 4 ტყვია გაისროლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ