შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგისტრირებულია: 36 000- მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;2 500 - ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 9 000 - მდე მაგისტრანტობის კანდიდატი; 17 000 - მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას.

„აქვე შევახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. საყურადღებოა, რომ ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, ის 2018 წლის საგამოცდო კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.

15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.

30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი