ქუჩები თბილისში, სადაც დღეს დენი შეიზღუდება

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს დენი შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკისა და საბურთალოს გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს,

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი - ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ამასთან, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, შატბერაშვილის და ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი