ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ წარდგენა

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ წარდგენა

დიდი, სახალხო ლიტერატურული პროექტი, "გახდი ბესტსელერის ავტორი" მეორე სეზონს იწყებს. დამწყებ და გამოცდილ ავტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, გამარჯვების შემთხვევაში გამოსცენ წიგნი და დიდი პოპულარობა მოიპოვონ. პროექტის წარდგენა 30 მარტს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, სადაც გამომცემლობის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს ახალი სეზონის წესებსა და პირობებს გააცნობენ. შეხვედრას ცნობილი მწერლები და შარშანდელი სეზონის გამარჯვებულებიც დაესწრებიან.

2017 წლის მსგავსად კონკურსზე განიხილება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან. კონკურსზე მიიღება მხოლოდ ექსკლუზიურად კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები, რომელიც შიდა შესარჩევი ტურის შემდეგ კონკურსის ვებგვერდზე http://www.palitral.ge/ -ზე გამოქვეყნდება. ხმის მიცემა კი 20 აპრილიდან დაიწყება. საბოლოოდ გამარჯვებულის სტატუსს 5 ადამიანი მოიპოვებს. 3 მკითხველის რჩეული გახდება, 2-ს კი ჟიური გამოავლენს, რომელთა ვინაობა კონკურსის ბოლომდე კონფიდენციალურია.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/335724826949662/

კონკურსის ვებგვერდი: http://www.palitral.ge/konkursi.html

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს