ვინ არის "კანონიერი ქურდი", მეტსახელად "შლიაპა უმცროსი", რომელიც რუსეთში დააკავეს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", მეტსახელად "შლიაპა უმცროსი", რომელიც რუსეთში დააკავეს

კრასნოიარსკის მხარის პოლიციამ და ბელგოროდის ოლქის სამართალდამცველებმა „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი („შლიაპა უმცროსი“) დააკავეს და რუსეთიდან გააძევეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის რუსლან გეგეჭკორმა კრასნოიარსკის მხარის ტერიტორიაზე მოიხადა სასჯელი. 2017 წელს ის რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს, რამდენიმე დღის წინ კი ქვეყნიდან მისი გაძევება გადაწყდა.

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, რუსლან გეგეჭკორი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2017 წლის თებერვალში ციხის მეჩეთში ჩეჩნებს და დაღესტნელებს სცემა.

რუსლან გეგეჭკორი კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "რუსლან ზუგდიდსკი". მედიის ინფორმაციით, მისი მამა და ბაბუა ასევე "კანონიერი ქურდები" იყვნენ. უმცროსი გეგეჭკორის მამა 58 წლის რონალდ გეგჭკორია, ბაბუა - ნოე გეგეჭკორი კი გარდაცვლილია. cripo.com.ua-ს ინფორმაციით, დაკავებულის მამა კრიმინალურ სამყაროში გავლენიან ფიგურად ითვლება და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 28 წლის ვაჟმა 2014 წელს "კანონიერი ქურდის" ტიტული მოიპოვა კვიპროსში გამართულ ე.წ "სხოდკაზე".

წაიკითხეთ ასევე: კიევში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი ლობჟანიძე, მეტსახელად „კუწუ“ დააკავეს

უკრაინაში „კანონიერი ქურდი“ რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "პროფესორი" დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი "სუმბატ თბილისკი" უკრაინაში დააკავეს

რუსული მედია - მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი "გოგა ფოთისკი" დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს